კლიენტმა ტაქსი გაიტაცა

კლიენტმა ტაქსი გაიტაცათბილისში ტაქსის მძღოლის მანქანა კლიენტმა გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა.

„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა.

სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2