კრიშტიანო რონალდო: ”მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა”

კრიშტიანო რონალდო: ”მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა”კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. რონალდოს აზრით იუვენტუსი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა:

”ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ჩემპინთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ითამაშო”–განაცხადა რონალდომ. იუვენტუსი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედთან 1:2 დამარცხდა.