ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლალისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა. ბავშვს დაეჯახა ავტომობილი, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა. ახალგაზრდა მძღოლს ბრალი უკვე წარუდგინეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 პრაიმტაიმი