ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურსლივერპული ბარსელონას ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის უსმან დემბელეს შეძენით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით ლივერპული მზად არის, ამ ტრანსფერში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ბარსელონა სავარაუდოდ არ დათანხმდება ამ წინადადებას, რადგან კატალონიურმა გუნდმა დემბელეში თავის დროზე 105 მილიონი გადაიხადა.

ბოლო პერიოდში დემბელეს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან მან რამდენჯერმე დააგვიანა ვარჯიშებზე, რის გამოც ის ბეტისის წინააღმდეგ შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო.