მაია დარსმელიძე – “რას მოვესწარი, არაპროფესიონალ, შეუმდგარ მომღერალს მეძახის ნინი ქარსელაძე”

მაია დარსმელიძე - "რას მოვესწარი, არაპროფესიონალ, შეუმდგარ მომღერალს მეძახის ნინი ქარსელაძე"მაია დარსმელიძე და ნინი ქარსელაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაია დარსმელიძემ ნინი ქარსელაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცეტრზე შესრულებული სიმღერის გამო გააკრიტიკა, რასაც ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

“მაია დარსმელიძე ქუჩის ბიჭების გამოსვლაზე: “ეგ იყო კატასტროფა”

მაია, რადგან არ დაიცავი არაფერი, არც ურთიერთობა და არც ის ლინკი, რაც ჩვენს შორის არსებობდა, მეც ასევე გიპასუხებ. ახალ წელს ისე იმღერე კატასტროფაც კი არ ითქმის, ვიდეო მოვჭერი, რადგან აქ ჩემი საყვარელი ადამიანი – რომა რცხილაძე მღერის. მე ერთხელ სტატუსში დავწერე, რომ ამ პრინციპით ვცხოვრობ და არ ვარღვევ თქო, მაგრამ შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომლის გამოც დავარღვიე! ასეთი გამოსვლების პატრონმა სხვებზე არ უნდა წერო! იმედია ეს არის პირველი და უკანასკნელი მსგავსი პოსტი, დარწმუნებული ვარ არასოდეს დაგემსგავსებით!

P.S. ნაცების სიყვარულმა დაგაკრგვინა ადამიანობა, კოლეგიალობის შეგრძნება, ხოდა ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!”- წერს ნინი ქარსელაძე.

აღნიშულ პოსტს მაია დარსმელიძე გამოეხმაურა.

“რას მოვესწარი, არაპროფესიონალ, შეუმდგარ მომღერალს მეძახის ნინი ქარსელაძე და მისი მსმენელი” – წერს მაია დარსმელიძე.

პრაიმ ტაიმი