მამა-შვილი მოტოციკლით ლაგოდეხში ფორდ ტრანზიტს შეასკდა – შვილი დაიღუპა

მამა-შვილი მოტოციკლით ლაგოდეხში ფორდ ტრანზიტს შეასკდა - შვილი დაიღუპაახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი