მარგველაშვილი ”ოცნების” წინააღმდეგ – ”62% რომ შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას, რაღაცას უნდა მიხვდე”

მარგველაშვილი ”ოცნების” წინააღმდეგ - ”62% რომ შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას, რაღაცას უნდა მიხვდე”საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე “ტვ.პირველის” ეთერში საუბრობს.

ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია.

“ამომრჩეველს ეუბნებიან, მომისმინე, შენ მე კი არ უნდა გემსახურო, არამედ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მადლობელი უნდა იყო ჩემი, რომ მე “ნაციონალური მოძრაობა” გავუშვი ხელისუფლებიდან. ამ პოლიტიკური მესიჯით მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია. რა დამოკიდებულებაა ეს საზოგადოებასთან – შენ მე კი არ უნდა გემსახურო, ბოლომდე შენს სამსახურში კი არ უნდა დავდგე, ანუ შენ უნდა იყო ჩემი მადლობელი. ეს ერთის მხრივ ზემოდან მაყურებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი მესიჯი ამ არჩევნებზე ბოლომდე ჩამოემსხვრათ.

62% რომ შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ამას უნდა მიხვდნენ თუ აქვთ უნარი”- აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს, ის არჩევნებს მოიგებდა თუ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, ის ახალი კონსტუტუციით, ამომრჩეველს მთავარ პრობლემებს ვერ მოუგვარებდა.

ნიუპოსტი