მაჭავარიანი – “შეგეხებათ თუ არა კრედიტების ჩამოწერა? – ამას 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებ გვერდზე ნახავთ”

მაჭავარიანი - "შეგეხებათ თუ არა კრედიტების ჩამოწერა? - ამას 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებ გვერდზე ნახავთ"საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება.

„მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა. პირადი მონაცემები დაცული იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.