მელიქიშვილზე კორპუსის მშენებლობიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

მელიქიშვილზე კორპუსის მშენებლობიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეამელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს.

მამაკაცს ამ წუთებში ექიმი სინჯავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.