მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა

მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვამელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა. ის თბილისიდან ბერლინში დღეს გაფრინდა. მანამდე კი “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი, რომელიც რადიკალურ ფორმებსაც არ ერიდებოდა იმისათვის რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყნის მართვის სადავეები ჩაეგდო ხელში, სახელისუფლებო პარტიას გაემიჯნა.

ქვეყნის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სკანდალური ინტერვიუ მან კურიერს მისცა.

ვაჩნაძე დეტალურად ყვება, როგორ ემუქრებოდნენ მას დაკავებით და როგორ ჰქონდათ მცდელობები მისთვის დანისა და იარაღის ჩადების. ამის დასტურად ის ძველი თბილისის სამმართველოში გაკეთებულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორ აშანტაჟებენ და მოითხოვენ მისგან თანამშრომლობას.

რუსთავი 2