მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდასაზოგადოება 20/30-ის ყოფილი ექსპერტი, ეკონომისტი  მიხეილ დუნდუა დააწინაურეს.
როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მიხეილ დუნდუა 6 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ცნობისთვის:  მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა; მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ, თაბუაშვილმა სამინისტრო დატოვა.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობას, როგორც bm.ge-ის სამინისტროში განუცხადეს, პოსტი ჯერჯერობით, ვაკანტურია.