მთვრალმა მოქალაქემ მთვრალი ნაციონალი დაჭრა – რა მოხდა ონში

მთვრალმა მოქალაქემ მთვრალი ნაციონალი დაჭრა - რა მოხდა ონშიიმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რის გამოც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.

აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რომლის  დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით”- ნათქვამია განცხადებში.