ნათელა შოშიაშვილი 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს – აგვისტოს ომმა მას ყველაფერი გაუნადგურა – ვიდეო

ნათელა შოშიაშვილი 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს - აგვისტოს ომმა მას ყველაფერი გაუნადგურა - ვიდეო59 წლის ნათელა შოშიაშვილი გორში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. ის 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს.

აგვისტოს ომის დროს კომბინატში ჩამოვარდნილმა ჭურვმა მისი სახლიც დააზიანა, ყველაფერი განადგურდა, ქონება, ავეჯი. იხსენებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში რამდენჯერმე დაპირდნენ ავეჯით დახმარებას, თუმცა დღემდე არაფერი მიუღია

ოჯახში მასთან ერთად მეორე ჯგუფის შშმ პირი – ვაჟი და ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობს. ნათელას ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მის შვილს ავადმყოფობის გამო 4 წელია პენსია დაუნიშნეს, თუმცა ოჯახს ეს თანხა ნახევარი თვე ჰყოფნის.

,,ჯართსაც უკვე აღარავინ ყრის. ახლა ძირითადად საღებავების ყუთებს თუ ვაგროვებ. თუ თანხით არ დამეხმარებიან, სარემონტო მასალები, ტანსაცმელი და საკვები მაინც მომცენ. თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. ჩემ შვილიშვილებს ნათესავებთან ვუშვებ ხოლმე რამდენიმე დღით.“ – ამბობს ნათელა შოშიაშვილი.

ქართლი