ნათია ფანჯიკიძე – “გაცამტვერდა ჩემი იმედები და ალასანიას ეჭვები – 97% ქართველი აღმოვჩნდი და 3 წვეთი ბერძნული სისხლი მაქვს”

ნათია ფანჯიკიძე - "გაცამტვერდა ჩემი იმედები და ალასანიას ეჭვები - 97% ქართველი აღმოვჩნდი და 3 წვეთი ბერძნული სისხლი მაქვს"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ რა… რაჭველებო, თქვენ რა გითხარით, რომ შეიყუჟეთ მთებში და ვერავინ მოგაგნოთ, ვერც მტრად მოსულმა და ვერც სამაჭანკლოდ. მომართვეს დნმ-ის პასუხი და გაცრუვდა და გაცამტვერდა ჩემი იმედები და ალასანიას ეჭვები, რომ დნმ-ით მსოფლიო ხალხთა ინფორმაციას დავატარებ, რომ ინდოელი მახარაჯას სისხლი მიჩქეფს ან სპარსეთის მეფის ასული ვარ, ებრაელი ბიბლიური სარას ჩამომავალი, ან ნეფერტიტის გარე ბიძაშვილი..

გული დამწყდა სიმართლე გითხრათ. მეგონა ძარღვებით მეტი მისტიციზმის და დაფარული სიბრძნის მატარებელი ვიყავი. თავაზიანად რომ მოგახსენოთ, ჩემი ფეხები….. – 97% ქართველი აღმოვჩნდი და 3 წვეთი ბერძნული სისხლი მაქვს, – როგორც ჩანს დედის მეგრული მხრიდან ჩამეწვეთა, ალბათ იმ დროიდან, ოქროს საძიებლად რომ დახეტიალობდნენ იასონის ნათესავები კოლხეთში.

სუფთა სისხლის ცხენები და ძაღლები რომ გაყავთ გამოფენაზე, რამე რომ იყოს გამოვდგები. 97% ერთიდაიგივეობა კაცობრიობის ამდენსაუკუნოვან ისტორიაში და დღევანდელ ერთმანეთში გადათქვეფილ მსოფლიოში იშვიათი მოსაწყენობაა. უხალისოდ გიზიარებთ ჩემს გულისტკივილს. მე ის თამრო აღარა ვარ, თავი რომ მომქონდა ფრინველთა და ცხოველთა ენაც კი მესმისმეთქი. ქვეშენიჭირიმეს და მა სი მიორქის მეტი ვერაფერი აღმომიჩინეს ხელჩასაჭიდი საინტერესო.”