ნაციონალების კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ვეჯინის საარჩევნო უბნიდან გააძევეს

გორის მე-15უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს. მიზეზი კომისიის მუშაობაში ჩარევა და რეგისტრატორისთვის ხელის შეშლაა. რამდენიმე გაფრთხილების არგათვალისწინების შემდეგ მომხდარზე გაძევების აქტი შედგა.

ადგილზე ვითარებას გაეცნო გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, პირადობის მოწმობის შემოწმება დასაშვებია. თუმცა, ამან სამუშაო პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.

ჟანა თანდიაშვილის განცხადებით, მოქალაქის პირადობის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტა, რომ პიროვნება საეჭვოდ მიიჩნია. იგივე პრეტენზია ამ უბანზე ორგანიზაციია “პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია” დამკვირვეველსაც ჰქონდა. რაც შეეხება ზოგად ვითარებას არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და 10 საათის მონაცემებით აქტივობამ 32 ოლქში 7,28 % შეადგინა.

“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელის ელმირა ბეციაშვილიის მტკიცებით, ის გურჯაანის სოფელ ვეჯინის 27- ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბეციაშვილის მტკიცებით, ეს დავალება კომისიის თავმჯდომარეს გურჯაანის მერის , არჩილ ხანდამაშვილისგან მიიღო. .

ნაციონალების კოორდინატორი ამბობს, რომ ის რეგისტრატორებისა და შესაბამისი ბეჭდების ნომრებს იწერდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ბეციაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, რაც აკრძალულია.

ელმირა ბეციაშვილს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მოლოტოვის კოქტეილები შეუგდეს. მანამდე კი ბეციაშვილი პროკურატურამ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე თელავის პროკურატურაში დაიკითხა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018