ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018