ნიკა გვარამია – ”ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა. მარადის თქვენი, ნარკომანად და “ქათამად” გამოცხადებული ნ.გ.”

ნიკა გვარამია - ”ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა. მარადის თქვენი, ნარკომანად და "ქათამად" გამოცხადებული ნ.გ.”ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს;

მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში;

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება “ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა”-ს ფარგლებს;

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას;

რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა.

და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან)

და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა.

მარადის თქვენი, ნარკომანად და “ქათამად” გამოცხადებული ნ.გ.”