ნიკა გვარამია – “დაჩი ცაგურიამ არჩევნების წაგების მერე ქურდებს ფული არ მისცა და მას საფრთხე ემუქრება” – ვიდეო

ნიკა გვარამია - "დაჩი ცაგურიამ არჩევნების წაგების მერე ქურდებს ფული არ მისცა და მას საფრთხე ემუქრება" - ვიდეოდაჩი ცაგურია კრიმინალურ სკანდალში ეხვევა – დღეს გადაცემა “აქცენტებში” რუსთვი 2-ის გენერალაურმა დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა ნიკა გვარამიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ის საუბრობდა ქართული ოცნების აქტივისტისა და რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და კრიმინალური ავტორიტეტების წინასაარჩევნო გარიგებაზე, რომელიც არ შედგა და რის გამოც ცაგურიას ე.წ. კანონიერი ქურდები ემუქრებიან.

“დაჩი ცაგურიას უთხრეს, რომ სამტრედიაში ადგილობრივ ავტორიტეტებს დალაპარაკებოდა, ისე გააკეთე რომ სამტრედია მოვიგოთ და შემდეგ ფულს გადავიხდითო, “გრევი” იქნებაო… სამტრედიაში წაგების შემდეგ ე.წ. კანონიერმა ქურდებმა “გრევი” მოითხოვეს, რაზეც დაჩი ცაგურიამ უთხრა, რომ დიდი ბოდიში, “გრევი” არ იქნება, რადგან არჩევნები წავაგეთო. ქურდებმა უთხრეს: კარგი, მამაშენმა იცის სად გეძებოს, როცა დაიკარგებიო.არის კატის დღეში, უბედური ცაგურია და მამამისი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაფრთხილო, ცუდად არის ეს ბიჭი. არ ვიცი მან გითხრათ თუ არა, მაგრამ საფრთხის ქვეშაა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან და მიაქციეთ ყურადღება, რადგან ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და ნამდვილად არ მსურს, დამნაშავეების ხელში მოხვდეს, მითუმეტეს, სხვის დავალებას ასრულებდა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/dachi.tsaguria/videos/10217376206572788/