ნიკა გვარამია – “ეს ან მატყუარაა, ან იდიოტი, ან ორივე ერთად”

ნიკა გვარამია - “ეს ან მატყუარაა, ან იდიოტი, ან ორივე ერთად”„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ხატია ბუნიათაშვილის შესახებ გადაღებული ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გააზიარა, როგორც აღმოჩნდა ფილმის სათაური ზურაბიშვილმა საკუთარ მხარდაჭერად მიიჩნია, რადგან მასში მისი საარჩევნო ნომერი იყო ნახსენები. ზურაბიშვილის პოსტი მალევე წაიშალა, თუმცა ფეისბუკპოსტის სქრინი აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ზურაბიშვილის ქმედებამ ფეისბუკმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია:ყალბი ახალი ამბები პრეზიდენტობის კანდიდატისგან. ტელეკომპანია არტეს მომზადებული ფილმი “48 საათი საქართველოში” ზურაბიშვილმა გაასაღა, როგორც ბუნიათიშვილის მხარდაჭერა მისი კანდიდატურისადმი. ძალიან სირცხვილია, ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო.“- წერს რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

“ეს ან მატყუარაა, ან იდიოტი, ან ორივე ერთად.

ხატიას შესახებ არტეს მიერ გადაღებული ფილმის “48 საათი საქართველოში” პოსტერი გამოდო, როგორც საკუთარი მხარდაჭერა.”- დაწერა რ2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

“ეს შარომე ჟურაბიშვილი რა უტიფარი მატყუარაა ყველა სიკეთესთან ერთად?!”- წერს ენმ-ს წევრი ნიკა რურუა.

ნიუპოსტი