ნიკი ჰეილი – ”ქერჩის სრუტეში რუსეთის საქციელი უნდა დაიგმოს”

ნიკი ჰეილი - ”ქერჩის სრუტეში რუსეთის საქციელი უნდა დაიგმოს”აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რუსეთის აგრესიას ქერჩის სრუტეში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი საქციელი რუსეთის მოქმედების სქემაა ყირიმთან მიმართებაში.

ეს განცხადება მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

“უკრაინული გემები გამოვიდნენ უკრაინის ერთი პორტიდან და მეორესკენ მიემართებოდნენ. ამ სრუტეს როგორც რუსული, ასევე უკრაინული გემები იყენებდნენ. მაგრამ ამჯერად რუსულმა გემებმა ცეცხლი გახსნეს და ტარანზე წავიდნენ. ეს არის ბოროტი ქმედება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს. აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ განწყობით იმოქმედებენ,” – განაცხადა ჰეილიმ.

არანაკლებ მკაცრი იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების გამოსვლებიც.

“რუსეთი ცდილობს აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დააწესოს, ეს მას არ გაუვა,” – განაცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

“ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პირდაპირი შედეგია,” – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

ნიუპოსტი