ნინო ლომჯარია – ”არჩევნების თარიღზე კითხვის ნიშნები არსებობს”

ნინო ლომჯარია - ”არჩევნების თარიღზე კითხვის ნიშნები არსებობს”„მე ვიცი, რომ კანონში არსებობს ცალსახა ჩანაწერი კენჭისყრის დღის ვადასთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები,“- ეს განცხადება, სახალხო დამცველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დაასახელა.

ნინო ლომჯარიას არჩევნების თარიღთან მიმართებაში შეკითხვები აქვს და მიაჩნია, რომ საკითხი განმარტებას საჭიროებს.

„ეს არის უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების კომპეტენცია, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლომ განმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

არჩევნების მეორე ტურის თარიღს ოპოზიცია ასაჩივრებს. გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა განცხადებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

რუსთავი 2