ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამბოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონტის პირველივე დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მათ საბოლოო ჯამში 3 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

პირველივე დღეს წარმატებით იასპარეზეს გივი ნადარეიშვილმა (52კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90კგ). სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში დღეს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.