ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გამოკითხეს – ”მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან “ბატონო ბიძინა”!!!”

ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გამოკითხეს - ”მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან "ბატონო ბიძინა"!!!”ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ნიუპოსტის ცნობით, ფარცხალაძემ ჩვენება კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მისცა. საუბარია ინციდენტზე, რომლის დროსაც კაფეში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალებიც.

თავად ლაშა თორდია, რომელიც ამერიკაში დევნილობაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ თაროზე შემოდებული საქმის გაცოცხლება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელსაც ფარცხალაძის გამართლება სურს.

ოქტომბრის ბოლოს ამ საქმესთან დაკავშირებით ლაშა თორდიამ ფეისბუქში დაწერა;

”გამოძიება დასრულებულია! მთვრალი თორდია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა ფხიზელ ოთარ ფარცხალაძეს! კორუფცია არ დადასტურდა, მერიამ იზრუნოს ფარცხალაძის მიერ ზედმეტად გადახდილი საფასურის ანაზღაურება!

პს მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს, ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან “ბატონო ბიძინა”!!!”