„ოცნებას“ თაღლითობასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხელენ

„ოცნებას“ თაღლითობასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხელენგაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა გიგა შუშანია „ქართულ ოცნებას“ თაღლითობასა და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს.

„ტოპნიუსის“ ცნობით, საგანეგბო ბრიფინგზე შუშანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20 ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და 2–3 წელიწადში კი რამოდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, სტადიონის, კაზინოს, დიდი სავაჭრო ცენტრის აშენება უნდა მომხდარიყო. ამ პროექტს „მინი ქალაქი“ უწოდეს, ფაქტია ადგილზე არავითარი სამუშაოები არ განხორციელებულა. ოპოზიცია მიწის ნაკეთის ქალაქისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც როგორც “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ უნდა განხორციელებულიყო 270 მილიონი ევროს ინვესტიცია და 2–3 წელიწადში უნდა აშენებულიყო რამოდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სტადიონი, კაზინო, დიდი სავაჭრო ცენტრი და.ა.შ. ამ პროექტს უწოდეს „ოცნების ქალაქი“. გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად იყო “ქართული ოცნების” მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ქუთაისმა „ოცნების ქალაქის“ ნაცვლად მიიღო საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა, ქალაქიდან მასიური მიგრაცია, გაღარიბებული მოსახლეობა და გადათხრილი ქუჩები. მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო კი მისთვის გადასაცემად ამზადებს აღნიშნულ მიწას. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მიწა სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს მისი დადგენილების შესაბამისად დაიცვას ქალაქის ინტერესები, ასევე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ ავანტიურაში მონაწილე ყველა პირი”, – ამბობს შუშანია.