“ოცნების” აქტივისტებმა ჩუღურეთში ნიუპოსტის ჟურნალისტს აგინეს

"ოცნების" აქტივისტებმა ჩუღურეთში ნიუპოსტის ჟურნალისტს აგინესჩუღურეთის 21-ე და 40-ე საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნიუპოსტის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„შენ ჟურნალისტი არ ხარ“, – გაიძახოდა ქალბატონი, რომელიც ცდილობდა, რომ „ნიუპოსტის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნიუპოსტის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ ავტომანქანაში ამომრჩევლის ფოტოსურათებიანი სიები შენიშნა და შეეცადა, გაერკვია, რა სიები იყო.
თავდაპირველად კოორდინატორები დათანმხდნენ, რომ მანქანას გახსნიდნენ სამართალდამცავების თანხლებით, თუმცა საბოლოოდ, ამაზეც უარი განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ უბანთან მობილიზებული „ოცნების“ აქტივისტები მედიის მიმართა აგრესიით გამოირჩევიან.

ნიუპოსტი