პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილისგან 25.000 ლარს ითხოვს

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილისგან 25.000 ლარს ითხოვსვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის სარჩელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ.

„კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში”, – განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა იმართება.

ინტერპრესნიუსი