ფადი ასლი ლარის კურსზე – “პანიკის საფუძველი არ არსებობს”

ფადი ასლი ლარის კურსზე - "პანიკის საფუძველი არ არსებობს"საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ პანიკის საფუძველიც არ არსებობს. როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, როგორც კი მოსახლეობაში ლარის მიმართ ნეგატიური მოლდონები ჩაცხრება, კურსი გამყარებას დაიწყებს. ლარის გაუფასურების ბოლო ტრენდს ფადი ასლი წლის ბოლოსაც უკავშირებს.

„ისტორიულად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქტომბერ – ნოემბერში დოლარი მყარდება. ეს ასევე დაკავშირებულია საბიუჯეტო ხარჯვასთან. თანხები, რომლებიც წლის განმავლობაში არ დაიხარჯა, იხარჯება წლის ბოლოს. ვფიქრობ, ლარის გაუფასურება, შეიძლება, უკავშრდებოდეს პოლიტიკურ სიტუაციასაც. ეკონომიკაში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს ან ბიუჯეტში, რომელიც შეიძლება სანერვიულო იყოს. ვფიქრობ, მოსახლეობა ამის გამო პანიკაში ნამდვილად არ უნდა ჩავარდეს. ამის საფუძველი არ არსებობს. როგორც კი მოსახლეობა ჩაწყნარდება, კურსიც დასტაბილურდება“,- აცხადებს ფადი ასლი.