ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცასაბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პასუხისგებაში რუსეთის მოქალაქეა მიცემული.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების – საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ყაზბეგის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა, რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია,” – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17.559 ლარს შეადგენს.