ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი სამშენებლო ფილის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი სამშენებლო ფილის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილიფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა, რომლის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი. ამის შესახებ “რუსთავი 2” წერს.

სამართალდამცველების თქმით, ისინი დედა-შვილს ეძებენ და მათ მოსაძებნად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 4 ადამიანი. განხორციელდა სადარბაზოს ევაკუაცია.

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.