ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე კახი კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენ

ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე კახი კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენფონიჭალაში მომხდარის უბედური შემთხვევის ადგილზე თბილის მერი კახი კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი მივიდნენ.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.

საცხოვრებელ კორპუსში ასევე ჩამოინგრა რთული კონსტრუქციადა ამ დროისთვის დედა-შვილის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც სამაშველო სამსახური სპეციალურ ტექნიკას გამოიყენებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.