“პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, თავი არ გეცოდებათ?” – სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს – ვიდეო

"პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, თავი არ გეცოდებათ?" - სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს - ვიდეოსაქართველოს მესამე პრეზიდენტი, ფეისბუკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას ყველანაირად ულახავს რეპუტაციას და ზღუდავს, ამის მაგალითად სააკაშვილს ბილბორდების საკითხი და წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილის „გადამალვა“ მოჰყავს. სააკაშვილი ზურაბიშვილს მოუწოდებს დაფიქრდეს, რამდენად უღირს მსგავსი თავის მოჭრა და ქართველების მეხსიერებაში ცუდი სახელით დარჩენა:

„გასაგებია, რომ რაღაც მიზეზების გამო, თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ბოლომდე თქვენი ქვეყანა, გეზიზღებოდეთ მისი დამცველები და ძალიან არ გიყვარდეთ მე, ან ის ხალხი ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს. მაგრამ მე მინდა გკითხოთ, ამ დღევანდელი ბილბორდების გამოფენის ფონზე: საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ და არ გიყვართ? პირადი თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ? თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი, პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, ყველგან დაყავხართ ესკორტის ქვეშ, რომ რამე არ წამოგცდეთ, ახლა ბილბორდებზე თქვენს მაგივრად გამოფინეს საკუთარი თავი ივანიშვილმა და მისმა ხროვამ. ნუთუ ეს თავის მოჭრა გიღირთ იმ ფასად რასაც აკეთებს. ჯერ ერთი, თქვენი კამპანია უკვე დამთავრებულია და თქვენ წაგებული გაქვთ, მეორე თქვენ ხომ ძალიან ცუდი სახელით დარჩებით ამ ყველაფრის შემდეგ ქართველების მახსოვრობაში. რა ვიცი, მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, გავემიჯნებოდი ამ ყველაფერს, გადავირჩენდი თავს და საკუთარ რეპუტაციას. მაგრამ მე ალბათ თქვენთვის ცუდი მრჩეველი ვარ, მაგრამ თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა. მე ნამდვილად არ მშურს თქვენი.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1947976965503476/