პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ბაღების თანამშრომლებზე – 50-ე ბაგა-ბაღიდან აღმზრდელები გაათავისუფლეს

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ბაღების თანამშრომლებზე - 50-ე ბაგა-ბაღიდან აღმზრდელები გაათავისუფლესსაბავშვო ბაღების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა გრძელდება – თბილისის 50-ე ბაგა-ბაღიდან ამჯერად უკვე ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს. რამდენიმე კვირის წინ ამავე ბაღიდან და იმავე მიზეზით დირექტორიც გაათავისუფლეს.

ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე – თბილისის 50-ე ბაგა-ბაღიდან ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის სასამარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

რამდენიმე კვრიის წინ ამავე ბაღიდან დირექტორიც გაათავისუფლეს, როგორც ცნობილია მიზეზი იგივე იყო:

„მე ამას ვუკავშირებ ბაღის გამგე გაათავისუფლეს ჩვენ მას რიად მხარი დავუჭირეთ, როგორც მისი გათავისუფლება იყო პოლიტიკური ასევე მოხდა ჩემი და კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება.

იყო სიებზე საუბარი, მე დირექტორმა ძალა არ დამატანა არ დამავალდებულა, არ მიმითითა ვისთვის უნდა მიმეცა ხმა, ამის გამო ვფიქრობ ისიც ჩათვალეთ სხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონედ და ასევე ჩვენც“-ამბობს #50-ე ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამუნა ასანიძე.

ბაგა-ბაღის თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მეგი გვრიტიშვილის თქმით, ყველა ყოფილ თანამშრომელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.