“პროტესტის ნიშნად უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო – რა ხდება შუშის სასახლეში?”

"პროტესტის ნიშნად უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო - რა ხდება შუშის სასახლეში?"დრონი.ჯი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ინტერნეტგამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყარომ ბიძინა ივანიშვილსა და უტა ივანიშვილის პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უამბო:

„უტა ივანიშვილს არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაზეც მან და ბატონმა ბიძინამ სერიოზულად იკამათეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პროტესტის ნიშნად, უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო. მეტიც, უტა ამბობს, რომ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილს ნეგატიურ პოლიტიკურ პერსონად მოიხსენიებენ. ამიტომაც, მისი აზრით, დიდი შეცდომა იყო ზურაბიშვილის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.

შეგახსენებთ რომ უტა ივანიშვილი საფრანგეთში სწავლობს და წლებია საზღვარგარეთ სწავლობს.

ნიუპოსტი