რაჰიმ სტერლინგმა შახტარს ბოდიში მოუხადა

რაჰიმ სტერლინგმა შახტარს ბოდიში მოუხადამანჩესტერ სიტის ფორვარდმა რაჰიმ სტერლინგმა შახტართან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მასზე დანიშნული პენალტი არ იყო ლეგიტიმური და ამის გამო მან შახტარს ბოდიშიც მოუხადა:

”იმ ეპიზოდში ბურთთან ერთად მივრბოდი და რაღაცას ფეხი წამოვხარი. მგონი ეს მოედანი იყო და არა მეტოქე ფეხბურთელის ფეხი, თუმცა იმ მომენტში მაინც წავიქცეოდი. ვფიქრობ, პენალტი არ იყო, ამიტომ მინდა შახტარს ბოდიში მოვუხადო”–განაცხადა სტერლინგმა. რთული სათქმელია მიიღებს თუ არა შახტარი ამ ბოდიშს, რადგან მათ შეხვედრა 0:6 წააგეს.