რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა

რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულაცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა და თქვა რომ 35 წლის ასაკში მას უკვე აღარ შეუძლია ისე თამაში, როგორც ადრე:

”სამწუხაროა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია მაღალ დონეზე ვითამაშო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ თამაშს შევეშვა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე გვერდში მედგა. ჩემი კარიერით ვამაყობ:–განაცხადა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.

ვან დერ ვაარტი თავის დროზე ლონდონის ტოტენჰემის და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა.