რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვა

რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვარონალდინიოს პრობლემები ბრაზილიაში გრძელდება. პროკურატურამ ბრაზილიელ ლეგენდას მისი კუთვნილი სამი ავტომობილი ჩამოართვა, რადგან რონალდინიომ თავის დროზე მისთვის დაკისრებული 2 მილიონი არ გადაიხადა.

ამის გამო მას ბრაზილიის პასპორტიც ჩამოართვეს და ახლა უკვე მის ქონებაზეც გადავიდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი და თვითონ რონალდინიო კომენტარს არ აკეთებს. დაახლოებით ერთი თვის წინ რონალდინიომ განაცხადა რომ მას პოლიტიკაში ჩართულობის გამო ავიწროებენ.