რუსეთის გენპროკურატურამ საქართველოს ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვების ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის, ვლადიმერ გლუშკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ამჟამად რუსეთის გენერალური პროკურატურის მეშვეობით გლუშკოვების საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტა ხდება“, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟნი ნოვგოროდის სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე თაღლითობასა და ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მიერ ძებნილი პირი, ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრ გლუშკოვი დააკავეს, ხოლო 2 აგვისტოს საქართველოში ალექსანდრ გლუშკოვის ძმა, ასევე საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვლადიმერ გლუშკოვი დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018