რუსეთის გრუ-ს უფროსი იგორ კორობოვი გარდაიცვალა

რუსეთის გრუ-ს უფროსი იგორ კორობოვი გარდაიცვალარუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზად მძიმე და ხაბგრძლივი ავადმყოფობა სახლდება.
კორობოვი გრუ-ს ხელმძღვანელად 2016 წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი იგორ სერგუნი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სერგუნი 2016 წლის 3 იანვარს, გულის შეტევით, მოსკოვის მახლობლად მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თუმცა ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანიის Stratfor-ის მონაცემებით, ეს სხვა დღეს ლივანში მოხდა.

2018 წელს გრუ არაერთხელ აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რამდენიმე გახმაურებული საქმის გამო, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმე. ბრიტენეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დანაშაული სავარაუდოდ გრუ-ს ოფიცრებმა ალექსანდრე პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა ჩაიდინეს.

ნიუპოსტი