რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს“პაემანი რუსეთთან” – რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზების მიზნით საქართველოში რუსეთიდან დელეგაციას დღეს ელოდებოდნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, საზღვარზე არ შემოუშვეს. კურიერის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას სწორედ ის რეჟისორები ცდილობდნენ, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვრიდან იმყოფებოდნენ. ისინი აეროპორტიდან უკან, მოსკოვში სწორედ ამ მიზეზით გააბრუნეს.

ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორი კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველოა.”

სწორედ “Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში არის დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია.