რუსთავში 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე მამაკაცი უთვალთვალებდა, შემდეგ საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა

რუსთავში 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე მამაკაცი უთვალთვალებდა, შემდეგ საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა შესთავაზარუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში 50 წლამდე მამაკაცი 15 წლის გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, შემდეგ კი საღამოს საათებში აედევნა და სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.- ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

ადგილობრივები “ინფო რუსთავთან” ყვებიან რომ, მამაკაცი საღამოს საათებში, გოგონას, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა, გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგონამ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც მამაკაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.