რუსთავში გაზით 6 ადამიანი მოიწამლა – 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავში გაზით 6 ადამიანი მოიწამლა - 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანესრუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, co-თი ინტოქსიკაცია მათ შორის 4-მა ბავშვმა მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ოჯახის წევრებს ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მოზარდების გადაყვანა ბავშვთა საავადმყოფოში აუცილებელი გახდა.

ბავშვებს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ინფორუსთავი