სააკაშვილმა ჩუგოშვილზე განცხადების გამო ბოდიში მოიხადა – “ყველას მეტი მოთმინება გვმართებს”

ყველა ადამიანს მინდა მოვუხადო ბოდიში, იმის გამო, რომ ხანდახან არ ვხმარობ ტერმინოლოგიას, რომელსაც უნდა ვიყენებდე – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მისსავე განცხადებას, რომელიც თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა.

გადაცემა არჩევანში სააკაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერზე საუბრისას თქვა – “უკაცრავად, გოგო, აბა, ცოტა მოდი ჭკუაზე”. სააკაშვილი აცხადებს, რომ ხანდახან ემოციურად საუბრობს და არასწორ ტერმინოლოგიას იყენებს.

„გუშინ, მთელი დღე, ეს ქალბატონი და სხვა ივანიშვილის წარმომადგენლები, ემუქრებიან და აშანტაჟებენ მთელ საქართველოს სამოქალაქო ომით. ადანაშაულებენ ახალქალაქის ოცნების მიერ    მოწყობილი დარბევის, ცემის მსხვერპლს, რომ მათ თვითონ გამოიწვიეს თურმე საკუთარი თავის ცემა და თვითონ არიან დამნაშავეები და ათასგვარ სიცრუეს იძახიან ჩვენთან მიმართებაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა  გუშინ, უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მე, ყველა ნორმალურ ადამიანს, მინდა ჩემის მხრივ მოვუხადო ბოდიში იმისათვის, რომ ხანდახან მიხდება ასეთი და შეიძლება ისეთ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ, როგორც უნდა ვხმარობდე, მაგრამ ჩვენ ყველას გვმართებს მეტი თავშეკავება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018