“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ” – უკრაინულ საიტზე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის საუბარი აიტვირთა – ვიდეო

"შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ" - უკრაინულ საიტზე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის საუბარი აიტვირთა - ვიდეოუკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერი აიტვირთა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფაილს „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“ ქვია, რომელშიც პოლიტიკოსები მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ.

აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ არ დასტურდება.

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ რაღაცა არა ხართ რევოლუციის ხასიათზე;

გიორგი ვაშაძე: დღეს, მართლა გეუბნები, ახლა ბაქრაძეც იქ იყო, „კაროჩე“ ფული, ფული, ფული, აკერიათ პირზე, ფულის გარეშე რა ჩემი ყ… უნდა ვქნათ, რა აზრი აქვს. ვეუბნები, ბიჭო, დავიწყოთ რა მაგის დედა ვატირე, თუ არ დავიწყეთ, რა ფული მოვა? ხომ უნდა თქვას, რომ რაღაც შედეგზე შეიძლება გავიდნენ რა, სიტყვაზე ვამბობ…

მიხეილ სააკაშვილი: მე მაგ ინტრიგებში ჩარევა არ მინდა და, ზოგადად, მაინტერესებს, მიყვარხართ, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ რა გიყოთ ახლა, არ მიგატოვებთ…

გიორგი ვაშაძე: „იმენა“ ნერვები მეშლება „პროსტა“, რა, რისი იმედი აქვთ მაგ ყ…ბეს?

სააკაშვილი: ჰო და მთელი აქცია სინამდვილეში როგორც კი ესენი ამას გააკეთებენ ფულის პონტია და ვსიო „ნახუი“, ვაშაძე არ იწვევს ახლა ხალხში სიყვარულს, მარა, მეორეს მხრივ, ვაშაძე არის აქტიური ტიპი;

გიორგი ვაშაძე: თვითონაც არ მიაჩნია თავი კაცად, თორე სხვას რომ მიაჩნდეს .. რა არის ისეთ ყ… ბაზრობს ხოლმე, ხალხი გამო…ბულია;

მიხეილ სააკაშვილი: საბოლოო ჯამში შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ და თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, ბოდიშს ვიხდი უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე, ძაან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ;

გიორგი ვაშაძე: ხომ ხედავ, რომ ვერ ვშვებით.

მიხეილ სააკაშვილი: არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს, მე არ ვარ შეჩვეული, როცა არ სრულდება;

გიორგი ვაშაძე: ისრაელთან დაკავშირებით მთელი ამბავია ატეხილი, გუშინ ღამე ვეკონტაქტებოდი რა;

მიხეილ სააკაშვილი: მაგ ღორების დედაც… „პროსტა“, ისიც იფიქრეთ, იქ 1000 დაინტერესებული პრ.. ია ადეიშვილის გამწარებული.

იმედინიუსი