სალომე ზურაბიშვილი – ”ჩვენი არჩევანი იმ ხალხთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა”

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ამომრჩეველმა პრინციპული არჩევანი გააკეთა.

„მოგესალმებით, მივესალმები მთელ საქართველოს მოქალაქეებს ვინც ეხლა გვისმენს. მინდა, ყველას ვუთხრა პირველ რიგში მადლობა და ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი, ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის დღევანდელი საქართველოსთვის და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე და იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას წინსვლას და გათავისუფლებას.

ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც დღეს ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის მოქალქეები ვართ.

ერთ პატარა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ, რომ გავამთლიანოთ და უნდა დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ. ამიტომ, მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ რასაც შევძლებ, რათა ჩვენ გავერთიანდეთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018