სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართებასაქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

შესაბამისად, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.

ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმების 59.54% ანუ 1 147 106 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 40.46% ანუ 779 614 ხმა აქვს.

იმედინიუსი