სალომე ზურაბიშვილს მომღერლების ვალი აქვს – რა წერია აუდიტის სამსახურის დოკუმენტებში

სალომე ზურაბიშვილს მომღერლების ვალი აქვს - რა წერია აუდიტის სამსახურის დოკუმენტებში“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერლების ნაწილს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო რეჟისორს (ბაკურ ბაკურაძე) 1000 ლარი.
თანხა ამ ადამიანებმა საკონცერტო პროგრამის შესრულებისთვის უნდა მიიღონ.

კამპანიის ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში არიან ისეთი მომღერლები, რომლებიც 600 ლარს მიიღებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც 142 ლარს დათანხმდნენ.

როგორც ცნობილია, მუსიკოსებმა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც დეკლარაციიდან ჩანს, მუსიკალური პროგრამის რეჟისურა და ღონისძიება ბაკურ ბაკურაძემ განახორციელა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა (ლიმონი, აისბრეიქერი). მათგან ერთს პრეზიდენტობის კანდიდატმა 33.335 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო მეორეს – 40.000 ლარი.

ნიუპოსტი