სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესთავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს” – აღნიშნულია თავდაცვვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.