საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართებასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანმა“ გაავრცელა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომააა ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.

შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა შუა კვირაში დანისნული არჩევნების გამო მეორე ტურში მონაწილეობას ვერ იიღებენ ემიგრანტები.

აღსანისნავია, რომ პირველი ტური „ოცნებისგან“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ თითქმის ყველგან წააგო.

ერთი ვერსიით, ხელისუფლება არჩევნებს 25 ნოემბერს იმიტომ არ დანიშნავს, რომ 25 ნოებერი პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. 2 დეკემბერს კი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან ერთი წელი გადის.