საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდასაპრეზიდენტო არჩევნები 2018-ის მეორე ტური დასრულდა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა, 20:00 საათზე კი დაიხურა. საზღვარგარეთ გახსნილი უბნები კი ადგილობრივი დროით 24:00 საათზე დაიხურება.

არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ათეულობით დარღვევას.

ცესკოს მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტიურობის საკმაოდ მაღალი დონე, მონაცემები არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით მაღალია:

10:00 საათი – 7.26%

12:00 საათი – 19.6%

15:00 საათი – 38.8%

17:00 საათი – 47.31%