საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს – ვიდეო

საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს - ვიდეოსულ რამდენიმე წუთის წინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე დასრულდა ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0;0 დამთავრდა.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი მაღალი ჩაწოდება მოჰყვა, რომელსაც გიორგი მერებაშვილმა ვარდნაში თავური დაუხვედრა – 1:0.

84-ე წუთზე უკვე თავად ჩაკვეტაძემ გამოიჩინა თავი და ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა – 2:0.

შეხვედრის 90-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს გაფურჟან სუიუმბაევმა გააკეთა – 2:1.

საქართველომ ეს მატჩი მოიგო, დააგროვა 16 ქულა და ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.